თეგებით ძიება

"თქვა, რომ ვნანობ, შემეშალა, ბოდიშს ვუხდი ყველას, ვისაც ტკივილი მივაყენეო...არ მეჩვენება, რომ გიორგის დასამარების სურვილი მის პოლიტიკურ განცხადებებსაც დაუკავშირდა" - ზვიად კვარაცხელია

მწერალი, ზვიად კვარაცხელია კოლეგას, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორს, გიორგი კეკელიძეს სოლიდარობას უცხადებს.

"კაცი გამოვიდა, თქვა, რომ ვნანობ, შემეშალა, მძულს ჩემი თავი იმ მდგომარეობაში, სადაც მაშინ ვიყავი, ბოდიშს ვუხდი ყველას, ვისაც ამის გამო ტკივილი მივაყენეო. ამის შემდეგ გაიარა ლანძღვისა და საკუთარ თავთან, მენტალურ პრობლემებთან დარჩენის ხანგრძლივი, ურთულესი პერიოდი. იმხანად მე რამდენჯერმე ვიყავი გიორგი კეკელიძესთან გადაცემაში, და ერთხელ ისიც კი ვიფიქრე, ხომ არ შევწყვიტოთ და გავიდეთ ეთერიდან, იმიტომ რომ ვუყურებდი და მის თვალებში სრული სიცარიელე, გამოფიტულობა იყო. ალბათ არ მეჩვენება, რომ მისი დასამარების სურვილი მის პოლიტიკურ განცხადებებსაც დაუკავშირდა, იწყება და არ სრულდება მისთვის წარსული ამბების წამოხსენება. ამ შეტევის მედროშეებს განსაკუთრებით სუიციდის აკვიატება ხიბლავთ. არავინ იცის, რა გზა გველის ჩვენ და ჩვენს შვილებს ხვალ და ზეგ, ამიტომ ასეთი სიტყვების სახალხოდ, ვინმეს გასაშავებლად ფრქვევა ამორალური მგონია. 

გიორგი კეკელიძე, წინ ბევრი საქმე გაქვს, ახლა გამოთიშვის და თვითგვემაში შებრუნების დრო არაა", - წერს კვარაცხელია.

შეგახსენებთ, რომ თბილისში 7-9 მარტს გამართული აქციების დროს „წყლის ჭავლთან მოცეკვავე" სალომე კენჭიაშვილი უარს ამბობს გიორგი კეკელიძის სტიპენდიაზე. მიზეზი მისმა დამ განმარტა. სოფია კენჭიაშვილი მწერალ გიორგი კეკელიძეს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა