თეგებით ძიება

რატომ ამბობს „წყლის ჭავლთან მოცეკვავე" სალომე კენჭიაშვილი უარს გიორგი კეკელიძის სტიპენდიაზე? - სკანდალურ მიზეზს და განმარტავს

თბილისში 7-9 მარტს გამართული აქციების დროს „წყლის ჭავლთან მოცეკვავე" სალომე კენჭიაშვილი უარს გიორგი კეკელიძის სტიპენდიაზე.

მიზეზს სოციალურ ქსელში განმარტავს სალომეს და, სოფიო კენჭიაშვილი, რომელიც ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორს, გიორგი კეკელიძეს სექსუალურ შევიწროებაში სდებდა ბრალს.

"მოკლედ და კონკრეტულად:

გიორგი კეკელიძის მიერ დანიშნულ სტიპენდიას ვაქენსელებთ.

დარწმუნებული ვარ, მარო მაყაშვილი ცოცხალი რომ იყოს დღეს და ახლა, გამო*ლევდებოდა, რომ გაეგო, თუ ვის მიერ დაინიშნა მსგავსი სახელობის სტიპენდია.

ვერ რეაბილიტირდებით სექსუალური მოძალადეები მსგავსი მცდელობებით ამ ქვეყანაში და არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებ, რომ პატარა გოგოებმა სამომავლოდ იფიქრონ, რომ მათ პროტესტსა და მოძალადეების მხილებას აზრი არ აქვს.

არავითარ შემთხვევაში დავუშვებთ, რომ ვინმემ იფიქროს, რომ რადგანაც საზოგადოების დიდი ნაწილის კეთილგანწყობა აქვს მოძალადეს, ამიტომ მას ამით ბოროტად სარგებლობა შეუძლია და ბრძოლას აზრი არ აქვს.

არავითარ შემთხვევაში დავუშვებთ მოძალადეების რეაბილიტაციას საზოგადოებაში, ყველაფერს თავისი სახელი უნდა ერქვას.

არავითარ შემთხვევაში მართლდება მოძალადის საქციელი.

ნებისმიერი ტიპის ძალადობის მერე "მაგრამ" არ იწერება.

პირადად მე მივმართავ გიორგი კეკელიძეს, მისგან განსხვავებით პირადში არ ვიწერები ბოდიშებს.

ვერცერთი შენი მანიპულაცია ვერ დაგეხმარება მოძალადის სახელის ჩამორეცხვაში, ვერც სუიციდის მცდელობა მათ შორის.

გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმისო და სალომე აუარებს ამ სტიპენდიას, თუ ძალიან უნდა ეროვნულ ბიბლიოთეკას (და არა გიორგი კეკელიძეს), შეუძლია სალომესთვის გამოყოფილი თანხა ჩაურიცხოს მას, ვისაც ეს მართლა სჭირდება.

პ.ს. გიორგი ხერგიანსაც შეუძლია ტრაკის დაყენება", - წერს სოფია კენჭიაშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა