სამი რამ ეღობება საქართველოს ევროკავშირში შესვლას - კობახიძე, ღარიბაშვილი და ივანიშვილი - პაატა მანჯგალაძე
სამი რამ ეღობება საქართველოს ევროკავშირში შესვლას: კობახიძე, ღარიბაშვილი და ივანიშვილი, ესენი არიან ჩაწოლილი კარში და არ გვიშვებენ ევროკავშირში,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, პრემიერ-მინისტრი ნიჰილიზმსა და შიშს თესავს მოსახლეობაში ომისა საფრთხისა და იმის გამეორებით, რომ რუსეთი ბირთვული სახელმწიფოა.
„რომ აიღო პრემიერ-მინისტრის 2014 წლის გამოსვლა, სხვა გამოსვლები, ერთი ერთში იმეორებს იმავე ნარატივს, ვერ ვითარდება პრემიერი, ოღონდ შემოამატა უკრაინა და დაამატა დასავლელი პარტნიორების ლანძღვა. პრემიერი რას ნიშნავს, ხელისუფლება რას ნიშნავს? ნიჰილიზმი და უიმედობა კი არ უნდა გააღვივო, კი არ უნდა დათრგუნო ომის საფრთხით შენი მოსახლეობა, პირიქით, საფრთხეზეც ისაუბრე, მაგრამ პერსპექტივა დაანახე", - განაცხადა მანჯგალაძემ.