"4 დღეა თბილისში ტაქსით ვმოძრაობ, მერიდება უკვე ტაქსი გამოვიძახო, რადგან არავინ ფულს არ მახდევინებს" - ნადიმ ხმალაძე
უკრაინაში მებრძოლი ქართველი ჯარისკაცი, ნადიმ ხმალაძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და ქართულ საზოგადოებას მხარდაჭერსითვის მადლობას უხდის.
"არ შემიძლია ეს რომ არ ვთქვა, რამდენჯერმე ვიფიქრე რისთვის ან რატომ ვრისკავ სიცოცხლეს უკრაინაში ღირს როო? ან საერთოდ რატომ დავინგრიე ჯანმრთელობა მეთქი. დიახ ღირს ნამდვილად, ჯერ იმიტომ ღირს რომ იმდენი ადამიანი მეფერება და სასწაულ სითბოს მაძლევს, აქციაზე რომ ჩამოვედი აქციის ნახევარზე მეტს ჩახუტება და მოფერება უნდოდა, ყველა მადლობას მიხდიდა და ბევრ თბილ სიტყვას მეუბნებოდა, თბილისის ქუჩებში ბევრი უცნობი ადამიანი მაჩერებს და როგორც დიდი ხნის ნაცნობს თუ მეგობარს მიხუტებს გულში.
ამერიკაში ქუჩაში ყველა ქართველი მაჩერებდა იგივე სითბო იგივე სიყვარული მოდიოდა მათგან, ქუჩაში ბევრჯერ მანქანა გაჩერებულა და იქედან მესალმებოდენ, მადლობას მიხდიდენ. და რაც მთავარია, 4 დღეა თბილისში ტაქსით ვმოძრაობ, მერიდება უკვე ტაქსი გამოვიძახო რადგან არავინ ფულს არ მახდევინებს, იგივე ხდებოდა ამერიკაში, ბევრჯერ ქართველი ტაქსისტი მოვიდა გამოძახებით, მეუბნებოდენ გააუქმე გამოძახება ფულს არ გამოგართმევო, პოლონეთში აეროპორტში მივდიოდი, იქაც ქართველი შემხვდა ტაქსისტი, მიყურებს და მეკითხება ეს თქვენ ხაართ ხოო? გიგა ეუბნება ხო ხო ეგ არისო, გრძელი გზა ვვქონდა, ჯიბისკენ ხელი რომ წავიღე გაგიჟდა არ გაბედო ფული ამოიღოო, და ასე ყველგან, სადაც არ მივედი. მადლობა ყველას, მე კი არა თქვენ მადლობა ყველას, თქვენ იბრძვით ჩვენთან ერთად. და დიახ ამისთვის ნამდვილად ღირს თავი გაწირო, ამ სითბოსთვის და სიყვარულისთვის ღირს რისკზე დადო სიცოცხლე. მადლობა ყველას. მიყვარხართ მეც. ps. არ იფიქროთ აქ ფულის გადახდა არ გადახდაზეა საქმე, მე არ მიჭირს რომ გადავიხადო. დიახ ეს არის რისთვისაც ღირს თავის გაწირვა რასაც ჩვენი მაგარი ბიჭები აკეთებენ უკრაინაში. მადლობა", - წერს მებრძოლი.
შეგახსენებთ, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის არმია უკრაინაში შეიჭრა.