გადმოვწერთ უფასოდ, რათა მაქსიმალური ზიანი მივაყენოთ - დიმიტრი მედვედევმა რუსებს Netflix-დან ფილმების მოპარვისკენ მოუწოდა
რუსეთის ექსპრეზიდენტი, დმიტრი მედვედევი რუსეთის მოქალაქეებს, "ნეტფლიქსის" ფილმების მოპარვისკენ მოუწოდებს.
"იცით რა? მოძებნე მეკობრეობის გზები და ჩამოტვირთეთ მათგან. თუ დაგვტოვა, ყველანაირმა „ნეტფლიქსებმა“ და სხვამ, მაშინ ჩვენ გადმოვწერთ ყველაფერს, გამოვიყენებთ უფასოდ. გავავრცელოთ ეს ყველაფერი სოციალურ ქსელში, იმისთვის რომ მათ მაქსიმალური ზიანი მივაყენოთ და გაკოტრდნენ“, - აცხადებს მედვედევი.