"ჩემს პატიმრობაზე ამხელა ნეგატიური რეაქციაა მთელ ცივილიზებულ სამყაროში და პოზიტიური მხოლოდ კრემლში და ოცნებაში, ეს თითოეული ქართველის განსჯის საგანი უნდა იყოს" - მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში მისთვის მემარჯვენეების დემოკრატიის პრიზის გადაცემას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს მისთვის დიდი პატივია.
"ჩემთვის დიდი პატივია ადამიანის უფლებების და დემოკრატიის უმაღლესი სტანდარტის ქვეყნისგან ჯილდოს მიღება, ადამიანის უფლებებისთვის და დემოკრატიისთვის ბრძოლის საქმეში.
ამ პრემიამ ნორვეგიისგან უნდა დააფიქროს ზოგიერთი ჩვენი თანამოქალაქე, რომელიც წლების განმავლობაში წამოეგო ჩემი გაშავების კამპანიას.
უნდა დაფიქრდნენ ისინი, ვისაც ჩემი სრულიად უსამართლო და სამარცხვინო პატიმრობა დემოკრატიის და ადამიანის უფლებების საკითხად კი არა, რაღაც პოლიტიკურ გარჩევად მიაჩნია.
ის, რომ ჩემს პატიმრობაზე ამხელა ნეგატიური რეაქციაა მთელ ცივილიზებულ სამყაროში და პოზიტიური მხოლოდ კრემლში და ოცნებაში, თითოეული ქართველის განსჯის საგანი უნდა იყოს“, - აცხადებს სააკაშვილი.
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილს დემოკრატიის პრიზი გადაეცა. დაჯილდოების ცერემონია ნორვეგიაში გაიმართა და მას მესამე პრეზიდენტის დედა გიული ალასანია და შვილი, ნიკოლოზ სააკაშვილი ესწრებოდნენ.