თეგებით ძიება

„მკვლელი რეჟიმის შემქმნელს აჯილდოებენ "ადამიანის უფლებების დაცვისთვის"... მართლა ხომ არ გაჟრიალებთ ვიკინგებო?“ - ზურაბ ქადაგიძე

"ხალხის ძალის“ წევრი, ზურაბ ქადაგიძე მიხეილ სააკაშვილისთვის ჯილდოს გადაცემას სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს.

„სასამართლო გაოგნებულია იმ შეთანხმებული ქმედებებით, რომლითაც ხელისუფლების სხვადასხვა შტოები მოქმედებდნენ... რათა ამ საშინელ მკვლელობის საქმეზე მართლმსაჯულება არ აღსრულებულიყო,“ ეს ფრაზა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში წერია გირგვლიანის საქმეზე.

გადის წლები და ამ მკვლელი რეჟიმის შემქმნელს აჯილდოებენ "ადამიანის უფლებების დაცვისთვის"...

თქვენ მართლა ხომ არ გაჟრიალებთ, ვიკინგებო?“ - წერს ზურაბ ქადაგიძე.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილს დემოკრატიის პრიზი გადაეცა. დაჯილდოების ცერემონია ნორვეგიაში გაიმართა და მას მესამე პრეზიდენტის დედა გიული ალასანია და შვილი, ნიკოლოზ სააკაშვილი ესწრებოდნენ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა