რომელ დარგებშია ყველაზე მაღალი და დაბალი ხელფასები? - მონაცემები საქართველოში
„საქსტატის“ მონაცემებით, 2022 წლის მე-4 კვარტალში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი წლიურად 21.2%-ით გაიზარდა, წინა კვარტალში დაფიქსირებული წლიური 16.5%-იანი ზრდის შემდეგ.
სექტორების მიხედვით, 2022 წლის მე-4 კვარტალში ყველაზე მაღალი საშუალო თვიური ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:
ინფორმაცია და კომუნიკაცია - 3 673 ლარი, წლიური ზრდა - 61.8%;
ფინანსური და სადაზღვევო საქმიანობა - 2 727 ლარი, წლიური ზრდა - 12.1%;
მშენებლობა - 2 536 ლარი, წლიური ზრდა - 14.8%.
ამასთან, 2022 წლის მე-4 კვარტალში, ყველაზე დაბალი საშუალო თვიური ხელფასი ფიქსირდება შემდეგ დარგებში:
განათლება - 1 006 ლარი, წლიური ზრდა - 9.8%;
წყალმომარაგების სექტორი - 1 137 ლარი, წლიური ზრდა - 9.1%;
სოფლის მეურნეობის სექტორი - 1 179 ლარი, წლიური ზრდა - 3.6%.
წყარო: bpn.ge