თეგებით ძიება

როცა ვსაუბრობთ 12 პუნქტის შესრულებაზე, მნიშვნელოვანია სააკაშვილის და გვარამიას თავისუფლება - ლევან ხაბეიშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა კიდევ ერთხელ მოუწოდა ხელისუფლებას, რომ მიიღოს სწორი გადაწყვეტილება და გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები - საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი და "მთავარი არხის" დამფუძნებელი, ნიკა გვარამია.

"როცა ვსაუბრობთ 12 პუნტქის შესრულებაზე, ცხადია მნიშვნელოვანია პრეიზდენტ სააკაშვილის თავისულება, ისევე, როგორც ნიკა გვარამიას თავისუფლება.

მე კიდევ ერთხელ მინდა, მივმართო ხელისუფლებასაც და საზოგადოებასაც:

თუ უახლოეს პერიოდში არ ღებულობს ხელისუფლება გადაწყვეტილებას, რომ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის რეპუტრაცია არ აზიანოს, რომ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი და ამისთვის მკვეთრი ნაბიჯები გადადგას, მაშინ, ჩვენ, ქართველ ხალხს ყველას ერთად მოგვიწევს ბრძოლა და დაცვა ევროპული მომავლის - ეს რუსულ ოცნებას.

საზოგადოებას - ჩემო, მეგობრებო, ჩემო ძვირფასებო, მიუხედავად პოლიტიკური კუთვნილებისა, ჩვენ აუცილებლად ერთად მოგვიწევს ბრძოლა ევროპული მომავლისთვის, ამიტომ 9 აპრილს 5 საათზე ყველას გელოდებით რუსთაველზე" - თქვა ლევან ხაბეიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საპროტესტო აქცია 9 აპრილს, 5 საათზე, რუსთაველზე გაიმართება. მანამდე ლევან ხაბეიშვილმა ხელისუფლებას კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის სამუშაოების დასაწყებად დრო მისცა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა