„ნაციონალურ მოძრაობაში“ ახალი დაპირისპირება იწყება?
„ნაციონალურ მოძრაობაში“ ახალი დაპირისპირება იწყება.
პარტიის ახალგაზრდული ფრთის ნაწილი, რომელიც ნიკა მელიას უჭერდა მხარს, პროტესტს გამოთქვამს.
ახალგაზრები აცხადებენ, რომ ვისაც განსხვავებული აზრი გააჩნდა, პარტიის ყრილობაზე არ მიიწვიეს. უფრო მეტი, მათ აღნიშნული ყრილობის შესახებ არაფერი იცოდნენ.
ლევან ხაბეიშვილის მომხრეები კი აცხადებენ, რომ ყრილობაზე ყველა მათგანი იყო დაპატიჟებული.
„ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა, სადაც პარტიის დროებითი ბორდი კომპლექტდება, ამ წუთებში მიმდინარეობს.
წყარო: „იმედინიუსი“