თეგებით ძიება

"ილია მეორემ მისი "კაგებეშნიკი" რუსი კოლეგების დასაცავად მოიცალა“ - რას წერს მაია ორჯონიკიძე?

მხატვარი, მაია ორჯონიკიძე სოციალურ ქსელში საქართველოს პატრიარქის, ილია მეორის მიერ მსოფლიო პატრიარქისთვის, ბართლომეოსისთვის მიწერილ წერილს ეხმაურება.

მისი თქმით, ილია მეორემ ეს ყველაფერი, მისი "კაგებეშნიკი" რუსი კოლეგების დასაცავად გააკეთა.

"ილია მეორეს საქართველოში სადარდებელი გამოელია და კიევ-პეჩორის ლავრის რუსული სამღვდელოების,ანუ მარტივად რომ ვთქვათ მისი "კაგებეშნიკი" რუსი კოლეგების დასაცავად მოიცალა და მსოფლიო პატრიარქს მიმართა-უკრაინის ხელისუფლებისგან დაიცავი ჩემი კოლეგებიო!

მსოფლიო პატრიარქი ილია ვტაროისგან განსხვავებით რუსული კაგებეს აგენტი არასოდეს ყოფილა და ამიტომ რუსული “ეკლესიის” ქართული ფილიალის ხელმძღვამელის თხოვნას სეიოზულად არ მოეკიდება-რუსულ აგენტურას სხვა არაფერი დარჩენია დედა-მოსკოვიაში დაბრუნების გარდა", - წერს მხატვარი.

ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, ილია მეორემ მსოფლიო პატრიარქ, ბართლომეოსს წერილით მიმართა და სთხოვა, ხელი შეუწყოს უკრაინის ეკლესიაში არსებული დაძაბულობის განმუხტვას. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა