თეგებით ძიება

"ყველა ქალი უნდა მივიდეს და ფიზიკურად დაიცვას" - ხატია დეკანოიძე თათია სამხარაძეზე

ოპოზიციონერი დეპუტატი, ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ, ტელეწამყვანი, თათია სამხარაძე ყველა ქალმა ფიზიკურად უნდა დაიცვას. 

"ყველა ქალი უნდა მივიდეს თათიასთან და ფიზიკურად დაიცვას და შალვა რამიშვილი ქალების ხელით უნდა ჩამოიშალოს საზოგადოებრივად როგორც დამნაშავე და საზიზღარი პროპაგანდისტი. აუცილებლად მივიდოდი თბილისში რომ ვიყო!“, - წერს ხატია დეკანოიძე. 

ცნობისთვის, თათია სამხარაძემ "პოსტ ტვ"-ის ხელმძღვანელ, შალვა რამიშვილს ტელეკომპანია "იმედში" ყოფნის დროს, 2016 წელს უჩივლა სექსუალური შევიწროების ბრალდებით და დავა მოიგო. რამიშვილმა გადაწყვეტილება სააპელაციოში გაასაჩივრა, თუმცა სასამართლომ საქალაქოს გადაწყვეტილება დატოვა ძალაში. რამიშვილს აღნიშნული უზენაესში აღარ გაუსაჩივრებია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა