მექსიკა-ამერიკის საზღვარზე, საემიგრაციო ცენტრში გაჩენილ ხანძარს 39 ადამიანი ემსხვერპლა
მექსიკა-ამერიკის საზღვარზე, ქალაქ სიუდად-ხუარესში მდებარე საემიგრაციო ცენტრში გაჩენილი ხანძრის შედეგად, სულ მცირე 39 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას CNN ავრცელებს.
მედიის ცნობით, ცეცხლი შენობაში მას შემდეგ გაჩნდა, რაც მათ 71 მიგრანტი აიყვანეს ქალაქის ქუჩებიდან.
ჯერ-ჯერობით ხანძრის გაჩენის მიზეზისა და გარდაცვლილების ეროვნების შესახებ ინფორმაცია მექსიკის ეროვნული მიგრაციის ინსტიტუტს არ გაუვრცელებია.