თეგებით ძიება

ნიკა გილაური პოლიტიკაში ბრუნდება? - ყოფილი პრემიერი მიმართვას ავრცელებს

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ნიკა გილაური სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და წერს, რომ პოლიტიკაში დაბრუნებას არ აპირებს.

გილაურის განმარტებით, მის მიმართ გამოთქმული ვარაუდი, თითქოს ის პარტიის ჩამოყალიბებას აპირებს, სიცრუეა.

"ძვირფასო ფბ მეგობრებო - 10 წელია არანაირი პოლიტიკური განცხადება არ გამიკეთებია და არცერთი ინტერვიუ (პოლიტიკურ თემაზე) არ მიმიცია. არც გუშინ საღამოს ეთერში გაკეთებულ განცხადებებზე ვაპირებდი გამოხმაურებას, მაგარამ იმის გამო, რომ მერე ვინმემ არ თქვას  „გაჩუმება ნაწილობრივ მაინც თანხმობის ნიშანიაო“ ან „თუ ეგრე არ იყო ფბ-ზე დაგეწერა მაინცო“ -  

ვწერ - აბსოლუტურად ყველა, გუშინ საღამოს ეთერში გაკეთებული განცხადება ჩემ შესახებ არის სრული სიცრუე, გარდა ერთისა - მართლა ვიყავი საქართელოს პრემიერ მინისტრი 2009 – 2012 წლებში და მართლა ბევრი კარგი რამე მაქვს ამ ქვეყნისთვის გაკეთებული", - წერს გილაური.

შეგახსენებთ, რომ "კანონი და სამართლის" ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა განაცხადა, რომ ნიკა მელია, ხატია დეკანოიძე და ნიკა გილაური პარტიის შექმნას გეგმავენ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა