თეგებით ძიება

"ადამიანებს უზრდელობა და თავისუფლება ერთმანეთში ერევათ" - გია მურღულია

ფილოლოგი, გია მურღულია თავისუფლებასა და უზრდელობაზე წერს და აღნიშნავს, რომ ბავშვს უნდა ასწავლონ, რა არ შეიძლება წესიერი კაცისთვის.

""სჯობს ყოლა უწვრთის ძაღლისა უწვრთნელის შვილის ყოლასა", - ამბობს დავით გურამიშვილი.

მძაფრი ნათქვამია - ისეთი, პროტესტს რომ ბადებს - შვილი ხომ ყოველთვის შვილია, როგორიც არ უნდა იყოს.

პოეტი განზრახ ადარებს შვილსა და ძაღლს, ვითარების მთელი საშინელება რომ შეგვაგრძნობინოს.

"ვითარება" კი როგორია?

ეს ის შემთხვევაა, როდესაც ადამიანებს უზრდელობა და თავისუფლება ერთმანეთში ერევათ.

ნამდვილი თავისუფლება ყოველთვის შემოქმედია - კი არ აზიანებს ან ანადგურებს, არამედ, სიტყვითა თუ საქმით,  ქმნის ახალსა და სასარგებლოს.

უზრდელობა თავისუფლების ბოროტი კარიკატურაა.

სწორედ ამიტომ მშობელმაც და მასწავლებელმაც ბავშვს, პირველყოვლისა, უნდა უთხრან და ასწავლონ, რა არ შეიძლება წესიერი კაცისთვის.

ადამიანი მარტო ის კი არ არის, რასაც კარგს იზამს, არამედ ისიც, რასაც არასდროს იკადრებს", - წერს მურღულია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა