ჩვენი ქვეყანა იყო და დღემდე არის კონკრეტული რისკების წინაშე - ირაკლი კობახიძე
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველო კონკრეტული რისკების წინაშეა.
ირაკლი კობახიძე მედიასთან გამოეხმაურა თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, „ბოლო ორი წელი თურქეთის ძალისხმევა რომ არ ყოფილიყო, დასავლური კლუბი თურქეთს რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩაითრევდა“.
კობახიძის თქმით, მმართველი გუნდის მიზანია, შეინარჩუნოს საქართველოში მშვიდობა.„ჩვენ მკაფიოდ შეგვიძლია, ვისაუბროთ ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე და ეს გამოწვევები, სამწუხაროდ, დღესაც აქტუალურია. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ შევინარჩუნოთ მშვიდობა და საზოგადოება უნდა იყოს მობილიზებული ამისთვის მაქსიმალურად, რადგან საზოგადოების მხარდაჭერა არის მთავარი, რაც გვაძლიერებს მშვიდობის შენარჩუნების გზაზე, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა კობახიძემ.