„აქციის დაშლის პირობა იყო, რომ აქციის არც ერთი მონაწილე არ უნდა დაეკავებიათ! რამე მეშლება?“ - თამო კეშელავა
ჟურნალისტი, თამო კეშელავა სოციალურ ქსელში 7-8 მარტის აქციების შესახებ წერს.
„აქციის დაშლის პირობა იყო, რომ აქციის არც ერთი მონაწილე არ უნდა დაეკავებიათ! რამე მეშლება? აარჩიეს ახლა ისეთი ახალგაზრდა, რომელზედაც იტყვიან, ეს არ მოეწონა პრემიერსო. აარჩიეს ახლა ისეთი ახალგაზრდა, რომელზედაც უკვე გვეუბნებიან, კანონმორჩილი არც ადრე იყოო. გეგონება, ივანიშვილმა ღარიბაშვილი პრემიერობიდან სულ კანონმორჩილების გამო გაუშვა და არა ნათესავების და ნეპოტიზმის და კორუფციის ბრალდებით. გეგონება ახლა იკლებდნენ! ხოდა, ამ ახალგაზრდას თუ გავატანთ, ჩვენი შვილებისთვისაც მოვლენ! სულ ესაა პრინციპი. ერთი ბარტყი გადმომიგდე... მეორე ბარტყის წასაყვანადაც მოვლენ, მესამისაც და მეასესიც! ქუჩაში რომ წააქციეს უკვე დაკავებული ახალგაზრდა, გაიგდეს და 5 კაცი ცემდა, ის პოლიციელები დაკავებულია? ვიღაცა კაცი რომ ჩამოიყვანეს დროშის დასაწვავად და მერე იწიკვინეს, ხელი გაუშვით, ცუდადააო, თითქოს მაშინ არ იყო ცუდად, როცა რუსთაველის დასარბევად ჩამოიყვანეს – ის ამბავი ხომ ისე დამთავრდა, როგორც ოცნებას და ალტ–ინფოს უნდოდა? გავაგრძელებდი უსასრულოდ, დიდი სიაა, მაგრამ პრინციპი ხომ გასაგებია? ხო, არ მადარდებს დამწვარი რკინა და არც ცარიელი მანქანის დაწვა მადარდებს. სიცოცხლე მადარდებს და მომავალი! არ გვყავს ჩვენ გონჯი და გასაწირი ბარტყები! ამ ბარტყების მხარეს სიმართლეა და დამთავრდა, ამის საპირწონე არგუმენტი არ არსებობს! ცუნცულა ცული მოიტანეს, "ჯიგრებმა" და მარტივია ძალიან, ერთი კითხვაა სულ – ვაძლევთ ბარტყებს, თუ არა?! პ.ს. პრეზიდენტი, რომელმაც ამერიკიდან მოუწოდა ახალგაზრდებს თქვენთან ერთად ვარო, ხომ ჩამოვიდა ამერიკიდან? ვიკითხე უბრალოდ!“ - წერს კეშელავა.
ცნობისთვის, 7-8 მარტის აქციებზე განხორციელებული ძალადობის ბრალდებით, წარსულში მამის მიმართ ძალადობაზე ნასამართლევი, ლაზარე გრიგორიადისი დააკავეს.