თეგებით ძიება

"ადამიანებმა, რომელთაც მთელი ცხოვრება გვერდით ვედექი, ზუსტად ერთ წუთში გააქრეს ყველაფერი და ჩემს თვალდახუჭულ მტრებად იქცნენ“ - გიორგი კეკელიძე

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და იმ ადამიანების შესახებ წერს, რომლებმაც ყველაზე რთულ მომენტში ზურგი აქციეს.

"ბოლო ორი წლის მანძილზე,  ცუდი ყველაფერი ვნახე.  ვნახე ადამიანები, რომელთაც მთელი ცხოვრება გვერდით ვედექი, ზუსტად ერთ წუთში გააქრეს ყველაფერი და ჩემს თვალდახუჭულ მტრებად იქცნენ. იყვნენ ისეთებიც, რომელთათვის საკუთარი თავიც გამირისკავს და სიკვდილის პირას მყოფიც არ მომიკითხეს. მე მათ ვაპატიე. იყო არაერთი, მოვიდა სხვათაშორისი მზერით და უკვე ფეხზე წამომდგარს მომესალმა.

მეც გავუღიმე და მივესალმე. მაგრამ პატიება ვერ უშველის ფიქრს, რომ ადამიანი შეიძლება ზოგადად ასეთი არსებაა - სისხლისმსმელი, გაუთვალისწინებელი და უნდო -  სულერთია რას დაირქმევს - ლიბერალს, კონსერვატორს თუ  მეჩონგურეს. და განწირულიც კი ვიყავი ასეთი ფიქრისთვის, როცა გამოჩნდა ხალხი, რომელთაც თითქმის არ ვიცნობდი, არც არაფერი გამიკეთებია მათთვის და უპირობოდ გვერდით მედგნენ. ზოგჯერ ამ ადამიანებზეც მოგიყვებით. აგერ ორი მათგანი: გენრი დოლიძე - Genri Dolidze   და როინ აბუსელიძე - Roin Abuselidze  შესანიშნავი პოეტები და მოქალაქეები ბათუმიდან", - წერს გიორგი კეკელიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა