თეგებით ძიება

როგრო გავწმინდოთ სახლი უარყოფითი ენერგიისგან? - პრაქტიკული რეკომენდაციები

გთავაზობთ რეკომენდაციებს, თუ როგორ უნდა გაწმინდოთ სახლი უარყოფითი ენერგიებისგან.

თავდაპირველად, სახლიდან უნდა გადაყაროთ ძველი, გამოუსადეგარი ნივთები, გატეხილი აპარატურა. შემდგომ სახლში ჩაატაროთ გენერალური დასუფთავება - გარეცხოთ, გაწმინდოთ, შეამშრალოთ კარადები, გამოწიოთ ავეჯი და ანალოგიურად გამოასუფთაოთ. მხოლოდ ამის შემდეგ ჩაატარეთ ენერგეტიკული წმენდა. ამისათვის კი, საჭიროა, რომ იატაკი მოწმინდოთ მარილიანი წყლის ხსნარით. სამჯერ შემოუარეთ მთელს სახლს ეკლესიის სანთლით. იმ ადგილას, სადაც სანთელი დაიწყებს შავად ბოლვას, იქ დავდგეთ დიდხანს. შემდგომ სახლს ვაპკუროთ ნაკურთხი წყალი. დავრეკოთ ზარი (მეტალის ნაკეთობა) სახლის ყველა კუთხე-კუნჭულში. დაბოლოს, დაწვით აბზინდა (полыни) და მისი ბოლი მოატარეთ. ეს მცენარე გარეთაც კი შეგხვდებათ. არ დაგავიწყდეთ, აივანზეც იგივე გააკეთოთ.

აუცილებლად გაწმინდეთ სახლი ზაფხულში, ახალი წლის წინ და, მაშინ, როდესაც ოჯახში უსიამოვნება და ავადმყოფობა იჩენს თავს.

აუცილებლად შეიძინეთ დამცავი თილისმები ან წმინდა რელიქვიები. ყველაფერი მუშაობს. ან უბრალოდ ჩამოკიდეთ ხახვი წითელ ძაფზე და დაკიდეთ სახლის ყველა კუთხეში. ასევე სახლში, შესაძლოა, გყავდეთ ცხოველები. ისინი თქვენს მაგიერ იღებენ მთელს ნეგატივს.

წლის განმავლობაში, ყურადღება მიაქციეთ იმასაც, რომ სახლში ყველაფერმა უნდა იმუშაოს შეუფერხებლად. (აპარატურამ, საყოფაცხოვრებო ტექნიკამ, სანტექნიკამ, ნათურებმა). თუ ყველაფერმა ერთდროულად აურია, მაშინ ნამდვილად არის ენერგეტიკული შეტევა, ამიტომ დაუყოვნებლივ ჩაატარეთ წმენდა, თუნდაც ნაწილობრივი.

წყარო: geoastro.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა