თეგებით ძიება

დღეს თუ ვინმე წმენდს ნამუსს ჩვენს ქვეყანას, ხართ თქვენ - ალეკო ელისაშვილი სალომე ზურაბიშვილს

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას ეხმაურება და მას მადლობას უხდის.

"მადლობა თქვენ, რომ ასე შეუპოვრად და მტკიცედ წარმოაჩენთ საქართველოს და დღეს თუ ვინმე წმენდს ნამუსს ჩვენს ქვეყანას, ხართ თქვენ და პირველ რიგში, რა თქმა უნდა, არიან ჩვენი ბიჭები, რომლებიც იღუპებიან, მაგრამ ფეხს არ უცვლიან იქ ბრძოლას და ისე წარმოაჩენენ ჩვენს ქვეყანას, როგორც უნდა ჩანდეს და არა ისე, როგორც ჩვენი მთავრობა წარმოაჩენს. გულახდილად ვიტყვი, თავიდან, ჩვენი ხელისუფლების სიფრთხილე მესმოდა და იქ იყო პროვოკაციული ნაბიჯებიც, რომლის თავიდან არიდება იყო სწორი, მაგალითად, თბილისის ცენტრში შეგროვილი მოხალისეების წაყვანა ჩარტერული რეისით უკრაინაში, ეს იყო პროვოკაცია. მაშინ სწორი იყო ამ პროვოკაციის თავიდან არიდება, მაგრამ ახლა, ვხედავთ, როგორ ლომებივით იბრძვიან წელიწადზე მეტია უკრაინელები და ვხედავთ, რომ ევროპა და დანარჩენი ცივილიზებული სამყარო მარტო შეშფოთებით არ შემოიფარგლება. ასე რომ, ახლა ზუსტად არ მესმის და არ მგონია, რომ დღევანდელი მთავრობის პოზიცია იყოს სიფრთხილე, ეს აღარ არის სიფრთხილე“, - განაცხადა ელისაშვილმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა