მინდა პრეზიდენტს შევახსენო, რას ამბობდა ის 2008 წლის ომის შესახებ - ირაკლი კობახიძე
"ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას ეხმაურება და მას აკრიტიკებს.
ირაკლი კობახიძე სალომე ზურაბიშვილს ურჩევს, გაიხსენოს, რა განცხადებებს აკეთებდა 2008 წლის ომის შესახებ.
"რაც შეეხება კიდევ ერთ თემას, თითქოს მეორე ფრონტი არის კონსპირაცია. მინდა პრეზიდენტს შევახსენო რას ამბობდა ის 2008 წლის ომის შესახებ, როგორ დაიწყო 2008 წლის ომი ის იყო კონსპირაცია თუ რა იყო, იქნებ გაიხსენოს საკუთარი განცხადებები და ამის შემდეგ ისაუბროს მეორე ფრონტთან დაკავშირებულ კონსპირაციებზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.