თეგებით ძიება

"თუ ამ მოზარდს გაწირავენ, აქციები უნდა დავიწყოთ..." - ნანუკა ჟორჟოლიანი

ტელეწამყვანი, ნანუკა ჟორჟოლიანი მარტის აქციებზე დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისის გამო, აქციების დაწყების მოთხოვნით გამოდის.

"აუცილებელი ჩასწორება. არ არსებობს არანაირი მტკიცებულება რომ ლაზარემ მოლოტოვის კოქტეილი ისროლა. არანაირი! 

21 წლის ლაზარეს, 7-11 წლამდე ციხეში მხოლოდ იმიტომ უშვებენ, რომ ქართულ ოცნებას ხელიდან გამოგლიჯა მისი სამშობლო, რომელსაც არუსებდნენ.

კობახიძის მტკიცებით, აქციაზე მოლოტოვი უსვრია და უკაცრავად? აქციას ეგ ფორმა და შინაარსი რომ არ ჰქონოდა გგონიათ რამეს დათმობდნენ?!  ზუსტად გაბრაზებული ლაზარების რომ შეეშინდათ იმიტომ დათმეს!! 

თუ ამ მოზარდს გაწირავენ აქციები უნდა დავიწყოთ. ისეთი მასშტაბით რომ აღარავის დაჩაგვრა აღარ გაბედონ ქვეყნის სიყვარულის გამო", - წერს ჟორჟოლიანი.

ცნობისთვის, თბილისში, მარტის აქციებზე დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

გამოძიების ინფორმაციით, მან 7 მარტის აქციაზე ორჯერ ისროლა ე.წ მოლოტოვის კოქტეილი და ცეცხლი წაუკიდა პოლიციის ავტომანქანას. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა