"ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი ჩემი შვილის პოლიტპატიმრის სტატუსს, ძალიან ცუდად ვარ..." - ლაზარე გრიგორიადისის მამა
თბილისში,მარტის აქციებზე დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისის მამა, ბექა გრიგორიადისი მისი შვილის დაკავების ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ ძალიან ცუდად არის.
"ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი ჩემი შვილის პოლიტპატიმრის სტატუსს, არადა არცერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი არ არის და არც ყოფილა, ყოველთვის გადიოდა აქციაზე იმის მერე როცა დაინახავდა რობოკოპების ძალის გადამეტებას, უბრალოდ ვერ იტანს უსამართლობას, ამის გამო ბავშვს უმწარებთ ცხოვრებას?? მე ვარ ძალიან ცუდად ამ ყველაფრმა ჩემს ჯანმრთელობაზე ძალიან იმოქმედა, არაუშავს ავიყვან თავს ხელში და ბოლომდე ვიბრძოლებ ხალხთან ერთად, სანამ ჩემი ლაზარე იქნება თავისუფალი... იმედს ვიტოვებ მთავრობა არ გასწირავს ჩემს შვილს", - წერს ბექა გრიგორიადისი.
გამოძიების ინფორმაციით, ლაზარე გრიგორიადისისმა 7 მარტის აქციაზე ორჯერ ისროლა ე.წ მოლოტოვის კოქტეილი და ცეცხლი წაუკიდა პოლიციის ავტომანქანას.
ცნობისთვის, ლაზარე გრიგორიადისი ჩვენებაში აღიარებს, რომ 7-8 მარტის აქციაზე ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლას და პოლიციის ავტომობილების გადაწვას. როგორც მის ჩვენებიდან ირკვევა, ბრალდებული გრიგორიადისის მიერ, მარტივად აალებადი ნივთიერებით სავსე ბოთლის სროლას მოჰყვა ამ უკანასკნელის მსხვრევა და აალება.