ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 31 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5563 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5604 ლარი იყო.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.7802 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7862 ლარს შეადგენდა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.1332 ლარს შეადგენს.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 1-ელი აპრილიდან შევა ძალაში.