სალომე ზურაბიშვილი ოფიციალური ვიზიტით ლიეტუვას ეწვევა
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ოფიციალური ვიზიტით 3 აპრილს ლიეტუვას ეწვევა.
პრესსამსახურის ცნობით, საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია ლიეტუვის პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება.
დაგეგმილია უმაღლესი დონის შეხვედრები ლიეტუვას რესპუბლიკის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედასთან, პრემიერ-მინისტრ ინგრიდა შიმონიტესთან, სეიმის თავმჯდომარე ვიქტორია ჩმილიტე-ნიელსენისთან.
საქართველოს და ლიეტუვის პრეზიდენტები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში გამართული შეხვედრის შემდეგ მედიისათვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.