ტრანსგენდერი ამერიკელები ჩვენი ერის სულს აყალიბებენ - ჯო ბაიდენი
ტრანსგენდერი ამერიკელები ჩვენი ერის სულს აყალიბებენ, – ამის შესახებ ტრანსგენდერთა ხილვადობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა. ინფორმაციას „ფოქს ნიუსი“ ავრცელებს.
„ტრანსგენდერი ამერიკელები ჩვენი ერის სულს აყალიბებენ. ამაყად მსახურობენ ჯარში. მკურნალობენ სასიკვდილო დაავადებებს, იკავებენ არჩეულ თანამდებობებს, აქვთ წარმატებული ბიზნესი, იბრძვიან სამართლიანობისთვის, ზრდიან ოჯახებს და მრავალი სხვა.
დღეს ძალიან ბევრ ტრანსგენდერ ამერიკელს ჯერ კიდევ უარს ეუბნებიან მათ უფლებებსა და თავისუფლებებში. შტატების დისკრიმინაციული კანონების ტალღა მიმართულია ტრანსგენდერი ახალგაზრდობისკენ, აშინებს ოჯახებს, ზიანს აყენებს ბავშვებს, რომლებიც არავის ვნებენ“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.