მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი დარჩა - ვინ არის ქუთაისი-წყალტუბოს ავტომაგისტრალზე, სროლის შედეგად მოკლული კაცი?
ქუთაისი-წყალტუბოს ავტომაგისტრალზე სროლის შედეგად, ერთ-ერთი მოკლული კაცი, ვასილ მებურიშვილია.
გავრცელებული ინფორმაციით, ის ქუთაისის მერიის ყოფილი თანამშრომელი. მას მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
ცნობისთვის, ნასვამ მდგომარეობაში მყოფ სამ მეგობარს ერთმანეთთან შელაპარაკება მოუვიდა, რა დროსაც, ერთ-ერთმა სიტუაციის განმუხტვის მიზნით რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო. ცეცხლსასროლი იარაღიდან სავარაუდოდ შემთხვევით, ერთხელ გასროლილ ტყვიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.