"ეს პოლიტპატიმარი არ არის! უნდა დაისაჯოს! " - ლადო სადღობელაშვილი
სამოქალქო აქტივისტის, ლადო სადღობელაშვილის აზრით, თბილისში, მარტში გამართული აქციების მონაწილე, ამჟამად პატიმრობაში მყოფი ლაზარე გრიგორიადისი პოლიტპატიმარი არ არის.
"ეს პოლიტპატიმარი არ არის! არც იქ მყოფი ახალგაზრდების სახეა ( ვიმედოვნებ). ეს არის დამნაშავე! მან "მოლოტოვები" ისროლა ჩემს ქალაქში! მან სცადა პოლიციელის (ქართველის) დაშავება! მან, პრაქტიკულად, აღიარა დანაშაული. იგი უნდა დაისაჯოს! მასთან ერთად აუცილებლად უნდა დაისაჯოს დამკვეთი, ადამიანი, რომელმაც ეს აზრი მიაწოდა და ხელი შეუწყო დანაშაულის განხორციელებაში!
P.s. მე სულ არ მაინტერესებს მისი გარეგნობა, არც სექსუალური და არც პოლიტიკური ორიენტაცი… მე მას ვუდგები როგორც ყველასთან თანასწორ ადამიანს, რიგით მოქალაქეს", - წერს სადღობელაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ლაზარე გრიგორიადისს, რომელიც 7-9 მარტს თბილისში გამართულ აქციებში მონაწილეობდა, ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ის სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.