თეგებით ძიება
01. 04. 2023 ბიზნესი

„დიდუბის ხიდის“ რეაბილიტაციაზე გამოცხადებული ტენდერი დასრულდა - ვის ეკუთვნის კომპანია ,,ავტოგზალენტეხი 99“, რომელიც ხიდს განაახლებს?

„დიდუბის ხიდის“ რეაბილიტაციაზე გამოცხადებული ტენდერი დასრულდა. მესამე ჯერზე მერიამ კომპანია „ავტოგზალენტეხი 99“ შეარჩია.

აღსანიშნავია, რომ თბილისში ე.წ. დიდიუბის ხიდის რეაბილიტაციაზე მერიამ სახელმწიფო შესყიდვა სამჯერ გამოაცხადა, მათ შორის, ორჯერ უკვე მიმდინარე წელს. პირველი ტენდერი 2022 წლის თებერვალში გამოაცხადა, თუმცა ის არ შედგა და ხიდის რეაბილიტაციის დაწყებაც გადაიდო. იმ დროს შესყიდვის სავარაუდო ღირებულება, სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, 2 693 232 ლარს შეადგენდა. მეორე ტენდერი მერიამ 2023 წლის იანვარში გამოაცხადა, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 3 176 063 მლნ ლარი იყო, თუმცა არც ეს შედგა.

ხიდის რეაბილიტაციაზე მესამე სახელმწიფო შესყიდვა მერიამ 8 თებერვალს გამოაცხადა. სატენდერო პირობების თანახმად, დიდუბის რაიონში, შალიკაშვილის სახელობის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით წინადადებების მიღება 24 თებერვალს დაიწყო და 1-ელ მარტს დასრულდა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი, 4 864 623 ლარი იყო. კომპანია „ავტოგზალენტეხი 99“ მიერ შეთავაზებული თანხა კი, 4 244 000 მლნ ლარია.

„ავტოგზალენტეხი 99“ 2 000 წელს დაარსდა. კომპანიის წილის 34% ამირან ზურაბიანს ეკუთვნის, 14%-ს ფლობს გურამ მეშველიანი, 10% ბუთული ხაბულიანი საკუთრებაა. 14%-ს ფლობენ გიული გასვიანი, გერასიმე ზურაბიანი და რუბენ ქარდავა.

ტენდერების მონიტორზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, კომპანიის მოგებული ტენდერების საერთო ღირებულება 27.2 მლნ ლარია. გამარტივებული შესყიდვის წესით კი 25. 5 მლნ ლარი აქვს მიღებული.

წყარო: Bm.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა