"მადლობა, რომ ასეთი გამზარდეთ" - რას ამბობს გაუჩინარებული 17 წლის გოგოს დეიდა?
ქობულეთში გაუჩინარებულმა გოგო, მშობლებს წერილი დაუტოვა.
"ზუსტად 6 საათი იყო, ბავშვი რომ გაქრა. მშობლები დასუფთავებაში მუშაობდნენ და დილით გავიდნენ სახლიდან. ქობულეთის პოლიცია ეძებს. არ ვიცი ბოლოს ვისთან ისაუბრა. მობილური ტელეფონი არ ჰქონია, მეგობარი ბიჭი ჰყავდა, მშობლები უშლიდნენ და ტელეფონი ჩამოართვეს. თავად ეს ბიჭიც გვეხმარება სამძებრო სამუშაოებში წერილი დაუტოვა მშობლებს, სადაც ეწერა მადლობა, რომ ასეთი გამზარდეთო...“, - ამბობს "პრაიმტაიმთან“ გოგონას დეიდა.
ცნობისთვის, ქობულეთში 17 წლის გოგო გაუჩინარდა. ანანო ლომიძეს ოჯახი დილის 6 საათიდან ეძებს.
პოვნის შემთხვევაში დარეკეთ ნომერზე: 568 863 078