„ჩემი მთავარი დასაყრდენი ამ ქვეყანაში ირაკლი კობახიძეა“ - ნათია ფანჯიკიძე
ფსიქოლოგი, ნათია ფანჯიკიძე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შესახებ სოციალურ ქსელში სახალისო პოსტს აქვეყნებს.
„რა მაგის პასუხია და ჩემი მთავარი დასაყრდენი ამ ქვეყანაში, თმის გამო რომ აღარ მლანძღავენ, ირაკლი კობახიძეა. იხაროს მარად. მიმართლებს დრო და დრო“, - წერს ფანჯიკიძე.