თეგებით ძიება

სესხების ნაწილზე საპროცენტო განაკვეთები გაიზარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, 2023 წლის თებერვალში, წინა თვესთან შედარებით შინამეურნეობებისთვის გაცემული სესხების ნაწილი გაძვირდა, ნაწილი კი გაიაფდა.

კერძოდ, გაძვირდა იპოთეკური და ავტოსესხი, ლომბარდულსა და სამომხმარებლოზე კი საპროცენტო განაკვეთები შემცირდა.

შინამეურნეობებისთვის გაცემულ სესხებზე საშუალო საპროცენტო განაკვეთი (თებერვლის სტატისტიკა):

იპოთეკურ სესხები - 13.15% (იანვარი - 12.21%);

ავტოსესხი - 24.94 % (იანვარი - 24,45%);

ლომბარდული სესხი - 18.28% (იანვარი - 18.36%);

სამომხმარებლო სესხი - 19.43 % (იანვარი - 19.64 %);

სამომხმარებლო სესხი - უზრუნველყოფილი - 14.46% (იანვარი - 13.82%);

სამომხმარებლო სესხი - არაუზრულველყოფილი - 21.19% (იანვარი - 21.19 %).

რაც შეეხება ზოგადად სესხებს, სებ-ის სტატისტიკის მიხედვით, 2023 წლის თებერვალში წინა თვესთან შედარებით ზოგადად სესხებზე საპროცენტო განაკვეთები გაზრდილია. კერძოდ, თებერვალში სესხებზე საპროცენტო განაკვეთმა 13.8% შეადგინა, მაშინ როცა მიმდინარე წლის იანვარში ეს მაჩვენებელი - 12.9% იყო.

2023 წლის თებერვლის მონაცემებით, საპროცენტო განაკვეთები უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებზე იანვართან შედარებით, 7,4%-დან 7.9%-მდე გაიზარდა. მათ შორის იურიდიულ პირებზე გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთები 8.6%-დან 8.4%-მდე შემცირდა, ხოლო ფიზიკური პირებისთვის 5%-დან 7%-მდე გაიზარდა.

რაც შეეხება ეროვნული ვალუტით გაცემულ სესხებს, საპროცენტო განაკვეთები თებერვალში იანვართან შედარებით 17%-დან 16.9%-მდე შემცირდა. მათ შორის იურიდიულ პირებზე გაცემულ სესხებზე განაკვეთი 13.9%-დან 14%-მდე გაიზარდა, ხოლო ფიზიკურ პირებზე - პირიქით, შემცირდა ერთ თვეში და 18.9%-დან 18.7%-მდე დაიწია.

წყარო: bpn.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა