თეგებით ძიება

მიხეილ სააკაშვილს გადაადგილება შეუძლია დამოუკიდებლად - ზურაბ ჩხაიძე

"ვივა მედის" კლინიკური დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე აცხადებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხელ სააკაშვილს შეუძლია დამოუკიდებლად გადაადგილება, "გარკვეულ მანძილზე".

"რაც შეეხება პაციენტის მდგომარეობას, თვითონაც აღნიშნეს, რომ რაიმე განსაკუთრებული გაუარესება რაც თვითონ ნახეს ბოლო პერიოდში, ეს იქნება მაგალითად ნევროლოგიური სტატუსი, არ აღენიშნება პაციენტს, პაციენტს გადაადგილება შეუძლია, შეუძლია დამოუკიდებლადაც გარკვეულ მანძილზე, მაგრამ ნუ იყენებს დამხმარე საშუალებასაც. ჩვენ ამიტომ გვყავდა მოწვეული სპეციალისტი, რეაბილიტოლოგი, რომელიც ატარებდა შესაბამის პროცედურებს, რომ კიდევ უფრო გააქტიურებულიყო, ეს ხელს უწყობდა თუნდაც კუნთოვანი მასის განვითარებას, მოძრაობაში გააქტიურებას და ასე შემდეგ, სამწუხაროდ პაციენტმა იცით თქვენ, რომ უარი განაცხადა ამ პროცედურების გაგრძელებაზე. ჩვენ გვყავდა სპეციალისტი მოწვეული არაერთხელ, რომელმაც ასევე დააფიქსირა ჩაკეტილ სივრცეში ყოფნის შეუგუებლობა და ეს არის რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ფაქტორი", - თქვა ჩხაიძემ. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა