ფინეთი ნატო-ს წევრი ოფიციალურად 4 აპრილს გახდება - იენს სტოლტენბერგი
ფინეთი 4 აპრილს ნატოს წევრი ოფიციალურად გახდება. ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. ინფორმაციას dailymail.co.uk ავრცელებს.
ფინეთი ნატო-ს 31-ე წევრი გახდება. ნატოს შტაბ-ბინასთან ბრიუსელში ფინეთის დროშის აღმართვის ოფიციალური ცერემონია გაიმართება.
ნატოში ფინეთის გაწევრიანება მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც ამას თურქეთის პარლამენტმა დაუჭირა მხარი. მანამდე ალიანსში ფინეთის შესვლას ნატოს 30-მა წევრმა დაუჭირა მხარი. რაც შეეხება ნატოში შვედეთის გაწევრიანებას, ამ საკითხზე მოლაპარაკება გრძელდება.