25 წლის კაცმა 13 წლის გოგო გააუპატიურა - რას აცხადებს ბრალდებული?
კახეთში არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის ბრალდების საქმეზე, დაკავებულმა ბრალი აღიარა.
პროკურორ ნანა გუგუტიშვილის განმარტებით, 25 წლის მამაკაცი, რომელსაც 13 წლის გოგონასთან, სავარაუდო სქესობრივი კავშირი ედება ბრალად, ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
"ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. მას სახელმწიფო ბრალდება, ორჯერ, სხვადასხვა დროს განხორციელებულ სქესობრივი კავშირის ეპიზოდს ედავება. სამართალდამცველებმა ის მაშინ დააკავეს, რაც ოჯახმა იჩივლა და განაცხადა, რომ არასრულწლოვანი მამაკაცმა სხვა მუნიციპალიტეტში წაიყვანა", - განაცხადა გუგუტიშვილმა.
ცნობისთვის, კახეთში, ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში, 13 წლის გოგოზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით 25 წლის კაცი დააკავეს.
მოზარდი ბებიასთან ერთად ცხოვრობდა, იმავე სახლში კი ქირით იყო ოჯახის 25 წლის ნათესავი კაცი, რომელიც არასრულწლოვანზე სისტემატიურად ძალადობა.
მომხდარი მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც გოგო გაუჩინარდა, ოჯახმა კი პოლიციას აცნობა.
ბრალდებულს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა.