თეგებით ძიება
03. 04. 2023 ბიზნესი

რა სარგებელს მიიღებს საქართველო საკოლექციო ავტომობილების იმპორტით? - არჩილ თალაკვაძის პოზიცია

კლასიკურ ავტომობილებთან დაკავშირებით, ჩვენ შემოგვაქვს ევროპული რეგულაციები,- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

საუბარია, ანტიკვარული და საკოლექციო მანქანების პოპულარიზაციის მიზნით, „ქართული ოცნების“ მიერ შემუშავებულ ცვლილებებზე.

"საკანონმდებლო რეგულაცია მოიცავს 3 ძირითად საკითხს: კერძოდ, კანონში კლასიკური ავტომობილების ცალკე კატეგორიად განსაზღვრას; აღნიშნული ავტომობილების რეგლამენტაციას ისე, რომ მფლობელებს, სერვისში ჩართულ ადამიანებს, ნაკლები ბიუროკრატიული პრობლემები ჰქონდეთ; ასევე, გონივრული საბაჟო ტარიფის დაწესებას.

როგორც სხვა ბევრს სფეროში, აქაც კლასიკურ ავტომობილებთან დაკავშირებით, ჩვენ შემოგვაქვს ევროპული რეგულაციები. კერძოდ, საკანონმდებლო ცვლილება მოიცავს 3 ძირითად საკითხს: პირველი, ეს არის კლასიკური ავტომობილების ცალკე კატეგორიად განსაზღვრა კანონში, რაც დღემდე ასე არ არის; მეორე, ეს არის ამ ავტომობილების რეგლამენტაცია ისე, რომ მფლობელებს, სერვისში ჩართულ ადამიანებს, ნაკლები ბიუროკრატიული პრობლემები ჰქონდეთ (ფლობის და საექსპლუატაციო სერვისის მიწოდების დროს); და, მესამე, ეს არის გონივრული საბაჟო ტარიფის დაწესება, რომელიც ითვალისწინებს, როგორც ჩვენს ეკონომიკურ მდგომარეობას ისე, თავად ამ სფეროს მნიშვნელობას საერთო კონტექსტში", - განაცხადა თალაკვაძემ.

წყარო: Bm.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა