თეგებით ძიება

„კეზერაშვილი თქვენსავით ცალ-ცალი კალოშით არ არის პოლიტიკაში შემოსული და არც ბიუჯეტზე იჯდა, თქვენგან განსხვავებით…“ - მეგი გოცირიძე

ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი, მეგი გოცირიძე სოციალურ ქსელში „ნაციონალური მოძრაობის“ შესახებ წერს.

„ევსაქებს რომ ლობირებდა , თავად რომ არ ეთქვა , ისედაც ცხადი იყო და ვიცოდი, გაბრაზებულიც ვიყავი მასზე და ფაქტია, მიშა ვინც ჯართში მოისროლა, მათ მხარეს იდგა , რაც ენმ-ის დაშლას ემსახურებოდა ცალსახად და რამაც ენმ ცხადია ვერ დაშალა თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ენმ არ გახლავთ მხოლოდ რამდენიმე ლიდერი, ენმ არის და იყო მიშას დაფუძნებული ბრენდი, მისი მხარდამჭერების 90%_ი იყო და არის მიშას ამომრჩეველი , რამაც ყველა მცდელობისაგან გადაარჩინა ენმ … დღეს, როცა მიშა გასულია ქართული პოლიტიკიდან , რადგან ის არც ქართულია და არც პოლიტიკაა, რთულად განსაჭვრეტია თუ როგორი მომავალი ექნება პარტიას, რომლის დამფუძნებელიც ტყვეობაშია მოწამლული, ლიგინად ჩავარდნილი და ვერც მისი წინა თუ ამჟამინდელი ლუდერები ვერაფერს აკეთებენ ქვეყნის შიგნით, თორემ რაც წელიწადნახევრის განმავლობაში გარეთ არის ნამუშევარი, იმის შედეგს არაერთ განცხადებასა თუ რეზოლუციაში ვკითხულობთ ყოვ ელდღიურად… სიტყვა გამიგრძელდა, კეზერაშვილზე მინდოდა ორიოდე სიტყვის თქმა ჯარის თემაზე, ოღონდ გამექცა აზრები აქა-იქ და რითიც დავიწყე, იმას გავაგრძელებ ცოცხით შექმნილო ქოცებო, კეზერაშვილი არც თქვენსავით ცალ-ცალი კალოშით არის პოლიტიკაში შემოსული და არც ბიუჯეტზე იჯდა, თქვენგან განსხვავებით… ომის შემდგომ ხელისუფლებიდან წავიდა საკუთარი ნებით, გადაინაცვლა ბიზნესში და აკეთებდა თავის საქმეს… მე იმხანად რკინიგზაში ვმუშაობდი მთავრობის წარდგინებით და ყველა დოკუმენტზე მქონდა წვდომა, მათ შორის კეზერაშვილის საქმიანობაზეც და იცი რას გეტყვით, თქვე გენეტიკითა და ჰოროსკოპებით მათხოვრებო?! რუსკი კარაბლის მიმართულებით საკუთარი ნებით აახვიეთ, სანამ დრო გაქვთ და სანამ ძალით აგახვევინებენ, თქვე კოლაბორაციონიტებო, ბიუჯეტის ვირთხებო და ბიუჯეტის ძვლებამდე გამომხრელებო!“ - წერს გოცირიძე.

წყარო: alia.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა