1 დაიღუპა, 30 ადამიანი დაშავდა მატარებელი, ლეიდენიდან გადავიდა - რა მოხდა ჰააგაში?
ნიდერლანდებში, ჰააგის მახლობლად სარკინიგზო კატასტროფის შედეგად, სულ მცირე, 1 ადამიანი დაიღუპა და 30 დაშავდა.
სააგენტო Reuters-ი ნიდერლანდის საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ სამგზავრო მატარებელი სამშენებლო ტექნიკას შეეჯახა და რელსებიდან გადავარდა.
მატარებელი, რომელშიც 50-მდე ადამიანი იმყოფებოდა, ლეიდენიდან ჰააგაში მიემგზავრებოდა.
როგორ აღმოჩნდა ტექნიკა ლიანდაგზე, ჯერჯერობით გაურკვეველია. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.