ქართველმა მებრძოლებმა ფრონტის ხაზიდან, უკრაინაში დაღუპული მიხეილ მაზანაშვილის ცხედარი გამოასვენეს
უკრაინაში მებრძოლმა ქართველებმა ბრძოლის ველიდან, 31 მარტს დაღუპული, მიხეილ მაზანაშვილი ცხედარი გამოასვენეს. ინფორამციას "მთავარი არხი" ავრცელებს.
მიხეილ მაზანაშვილი ყველაზე ცხელ წერტილში, ბახმუტთან იბრძოდა, სადაც მიმდინარე შეტაკებებს ემსხვერპლა.
მიხეილ მაზანაშვილი გორის მუნიციპალიტეტიდანაა. ახლობლები და თანასოფლელები ყვებიან, რომ 29 წლის მებრძოლი უკრაინაში 1 წლის წინ წავიდა.