თეგებით ძიება

კვარას ეფექტი - ცნობილია, რამდენ ახალშობილს დაარქვეს ხვიჩა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროში არსებული მონაცემებით, გასულ წლებში მხოლოდ რამდენიმე ბავშვს დაარქვეს იშვიათი სახელი. ამ იშვიათ სახელთა შორის მოხვდა "ხვიჩაც", რომელიც 2022 წლის განმავლობაში მხოლოდ 6 ბიჭს დაარქვეს.

ეს სახელი უკავშირდება "ნაპოლის" ქართველი ფეხბურთელს, ხვიჩა კვარაცხელიას, რომელიც წარმოუდგენელ სტატისტიკას აფიქსირებს.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ოფიციალურმა ვებგვერდმა ხვიჩა კვარაცხელიას ინტერვიუს ფრაგმენტი გამოაქვეყნა, სადაც ის დამწყებ ფეხბურთელებს მიმართავს.

"მეც ვიყავი მათი ტოლი, მეც ვიყავი ბავშვი და მეც მქონდა ოცნებები, რომლებიც არარეალურად მეჩვენებოდა. ცხოვრებაში ის ვიგრძენი და ვისწავლე, რომ ადამიანს შეუძლია, ოცნება აიხდინოს თუ, რა თქმა უნდა, მონდომება ექნება და იშრომებს. რაც უნდა დაბრკოლება შეხვდეს, უნდა იყოს ძლიერი, წამოდგეს ფეხზე და არასოდეს დაეცეს.

ამიტომ ბავშვებს მინდა, მივმართო – ყველაფერი გააკეთონ, არა მხოლოდ სპორტში, არამედ სხვა საქმეშიც, რომ გახდნენ ისეთები, როგორი ოცნებაც აქვთ. ჩემი აზრით, ყველაფერი მიღწევადია, მთავარია, შრომა არაფერს დააკლონ და ისე იცხოვრონ, როგორც ამ საქმეს სჭირდება“, – ამბობს ხვიჩა კვარაცხელია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა