ღმერთმა ყველა იმ სიმართლით ატაროს, რაც მას გაუკეთეს - სოსო გოგაშვილის მეუღლე
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის მეუღლე, თეა მარტყოფლიშვილი ამბობს, რომ მისი ქმრის მიმართ გამოტანილი განაჩენი უსამართლოა და არავის არაფერი არ შერჩება.
"ღმერთს ვთხოვ, ყველა იმ სიმართლით ატაროს, რაც სოსო გოგაშვილს გაუკეთეს, მთელმა მაგათმა ოჯახმა და მაგათმა მოდგმამ. მეტს არაფერს ვიტყვი. არავის არაფერი არ შერჩენია და მუდმივი არაფერი არ არის. ჩვენ ბრძოლას გავაგრძელებთ" - ამბობს თეა მარტყოფლიშვილი.
ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.