თეგებით ძიება

„აზრზე ხართ რა პატივშია “წამწამა” ციხეზე?“ - რას წერს ლადო სადღობელაშვილი?

სამოქალაქო აქტივისტი, ლადო სადღობელაშვილი ბრალდებულ, ლაზარე გრიგორიადისის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

„აზრზე ხართ რა პატივშია “წამწამა” ციხეზე? თმა შეჭრეს მეორე დღესვე და კიდევ უკმაყოფილოა! აბა მე პირველი ორი დღე კარანტინში ვყავდი, მერე სანამ ბარათი დამიმზადდა (ორი კვირა სჭირდება) მერე სანამ ფული ჩამირიცხეს და სიგარეტი ვიყიდე, მერე სანამ “რეჟიმს” შევუთანხმდი ციხის სტილისტის ჩემს კორპუსში მოყვანაზე და ჩემს აბანოში გაყვანაზე, მოკლედ ხათაბალაა… სიგარეტით “სტილოსტი” გავისტუმრე. ლაზარეს ეს არ დასჭირდა. ისურვა და შეუსრულდა“, - წერს სადღობელაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ლაზარე გრიგორიადისს, რომელიც 7-9 მარტს თბილისში გამართულ აქციებში მონაწილეობდა, ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ის სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა