"დასავლელი ხალხია, მეგრელები ქვიათ… მაგათ არ ენდო არაფერში… " - რა ურჩია საქართველოში მყოფმა არაბმა ბექა ყორშიას?
ჟურნალისტი, ბექა ყორშია საქართველოში მყოფ არაბზე წერს, რომელმაც მას ურჩია მეგრელებს არ ენდოს.
"არაბულ რესტორანში ვარ, ქაბსას ვჭამ (ბრინჯია ქათმით და კიდე რაღაცით). გვერდითა მაგიდასთან ვიღაც არაბები სხედან. გამარჯობა-გაგიმარჯოს, როგორ ხარ-არამიშავს - ამით დაიწყო ჩვენი პოლილოგი. როგორც ხდება ხოლმე, ვატყუებ, რომ მეც არაბი ვარ. აქ რას შვებიო, მკითხეს. ახლა ჩამოვედი და ბიზნესი უნდა დავიწყო-მეთქი. ამ დროს ერთ-ერთი, რომელიც ცოტათი დათო ოქიტაშვილს ჰგავდა, მეუბნება:
- მე დიდი ხანია, აქ ვცხოვრობ და ერთი რჩევა გაითვალისწინე…
- რა რჩევა ?
- დასავლელი ხალხია, მეგრელები ქვიათ… მაგათ არ ენდო არაფერში…
ამ ეტაპისთვის სიმშვიდეს ვინარჩუნებ", - წერს ყორშია.