"ბებო დადის შვილიშვილის მეგობართან, როგორც საყვარელი, საკმაოდ მამალი ქალია" - ნინო ადამაშვილი (ვიდეო)
ჟურნალისტი, ნინო ადამაშვილი ნაცნობ წყვილზე საუბრობს, რომელთა შორის ასაკობრივი ზღვარი ძალიან დიდია.
მისი თქმით, მის ნაცნობ ქალს შვილიშვილის მეგობართან სასიყვარულო ურთიერთობა აქვს.
"ბებო დადის შვილიშვილის მეგობართან, როგორც საყვარელი. აი ეს ფასადურად ისეთი შეკრული ოჯახი აქვთ, ტრადიციული და საკმაოდ მამალი ქალია, ყანწებით ხელში და რეალურად დადის შვილიშვილის მეგობართან", - განაცხადა ნინო ადამაშვილმა გადაცემა "ღამის პრაიმ-ტაიმში".