"ეპისკოპოსმა“ ზენონმა დმანისის სიონში ჩემი ჯიპი არ ეტევაო და გალავანს ტრაქტორით ძირი მოუთხარა“ - რას წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე?
დეკანოზი, ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ დმანისის სიონში ტაძრის გალავანი ეპისკოპოს ზენონის ბრძანებით მოთხარეს.
"ბრიტანეთის ეპარქიიდან მრევლის მიერ გაგდებულმა სალახანა “ეპისკოპოსმა” ზენონმა დმანისის სიონიში ჩემი ჯიპი არ ეტევაო და გალავანს ტრაქტორით ძირი მოუთხარა, აბა ზედ ეკლესიის კარებთან ხომ უნდა ჩამოდგას ფეხი, ჯიპიდან, 10 მეტრი ზედმეტად რომ არ გაიაროს, მაგრამ ორბელიანთა საფლავების განადგურება და სისტემატურად პანელზე დგომა ხახვივით შერჩა ნაძირალას და ამასაც რატომ არ იზამს?! ხომ ხედავთ, ვერ ელევა შიოლაშვილი, დმანისის ეპარქია დაუტოვა საჯიჯგნ-სახრავად", - წერს ილია ჭიღლაძე.