თეგებით ძიება
05. 04. 2023 ბიზნესი

2022 წელს ქართული ხილ-ბოსტნეულის ექსპორტმა რუსეთში 75 მილიონი დოლარი შეადგინა

East-fruit-ის მონაცემებით, 2014 წლიდან 2022 წლამდე ექსპორტი რუსეთში საშუალოდ, 8 მილიონი დოლარით გაიზარდა წელიწადში.

ასულ წელს, რუსულ ბაზარზე ყველაზე დიდი ოდენობის ბოსტნეული და საკვებად ვარგისი ზოგიერთი ძირნაყოფები და ბოლქვნაყოფები გაყიდეს:

შპს დემე - კომპანიის რეგისტრაციის თარიღი 2015 წელია. წილის 100%-ს კი ბიჭიკო მენაფირი ფლობს.

შპს ისოგრინი - 2021 წელს დაარსებული კომპანიის წილის 100%-ს იშარატ მამედოვი ფლობს.

შპს კონოჰა - კომპანია 2021 წელს დარეგისტრირდა. ხოლო, წილი სრულად ვალერი თანდაშვილს ეკუთვნის.

შპს ნათს ფუდი სენაკი - კომპანია 2019 წელს დარეგისტრირდა. წილის 100% კი იამზე ვერულაშვილს ეკუთვნის.

შპს ნამი - კომპანია 2020 წელს დარეგისტრირდა, რომელიც სრულად ეკუთვნის დავითი შალიკიანს.

შპს პაკო 2017 - კომპანიის 100% პავლე გუდაშვილს ეკუთვნის.

შპს სამეფო სოფელი - კომპანიის 34% შოთა ქართველიშვილს ეკუთვნის, ანრი მარგველაშვილის და მალხაზ ბოჭორიშვილის საკუთრება კი 33-33%-ია.

შპს ტრანს ექსპრესი - კომპანია 2020 წელს დარეგისტრირდა, წილის 100% კი, ზემფირა ილაშვილის საკუთრებაა.

შპს ფრუსტარი - 2018 წელს დაარსებული კომპანიის 100% ზაზა ღვალაძეს ეკუთვნის.

შპს ფრუტერა - კომპანია 2020 წელს დარეგისტრირდა და ის, პავლე გუდაშვილს ეკუთვნის, ისევე, როგორც შპს პაკო.

ინფორმაციისთვის, ექსპორტიორი კომპანიები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით.

წყარო: Bm.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა