თეგებით ძიება

შიშის დათესვის რიტორიკა, რომელიც წლების განმავლობაში აქვთ, ძალიან გაცვდა - ხატია დეკანოიძე ხელისუფლებაზე

ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ 7-9 მარტის აქციებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ "ქართული ოცნება" ხალხს აშინებს.

როგორც მან აღნიშნა, კოლეგებთან ექნება კონსულტაციები, 7-9 მარტის აქციებთან დაკავშირებით, პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრის ინტერპელაციის წესით დაბარების თაობაზე. დეკანოიძეს კითხვები აქვს პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით. ამ კონტექსტში დეკანოიძე აღნიშნავს, რომ ზაზა ბიღიაშვილს, რომელმაც მხედველობა დაკარგა, დაზარალებულის სტატუსი ამ დრომდე არ აქვს.

"ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა და ასეთი შანტაჟის და მუქარის განცხადებები პირველი არ არის, ეს ხდება წლებია და დარწმუნებული ვარ, ამის არავის გვეშინია. რაც შეეხება დემონსტრანტებს, აქ იყვნენ ახალგაზრდები, ვისზეც "ქართული ოცნების" პროპაგანდა არ მოქმედებს, არ მოქმედებს არც შიში, არც გაშავების კამპანია, რადგან მათ ესმით რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს მომავალი,"- განაცხადა დეკანოიძემ.

ცნობისთვის, ოპოზიცია 7-9 მარტს მასტაბურ აქციას გეგმავს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა