თეგებით ძიება
05. 04. 2023 ბიზნესი

რატომ დახარვეზდა გმირთა მოედანზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობის პროექტი?

გმირთა მოედანზე „ლაგუნას“ მიმდებარედ მრავალფუნქციური კომპლექსის მშნებელობის პროექტი დახარვეზდა.

მერიის მუნიციპალური განვითარების სააგენტოს ვებგვერდზე პროექტს უკვე დახურული საქმის სტატუსი მიენიჭა.

როგორც დოკუმენტაციიდან ირკვევა, დახარვეზების თხოვნით მერიის შესაბამის სამსახურს თვითონ პროექტის ავტორებმა დამატებითი დოკუმენტაციის ატვირთვის მიზნით, მიმართეს.

შეგახსენებთ, რომ „ლაგუნასთან“ მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას, რომელიც მოიცავდა: საცხოვრებელ; კომერციულ, საოფისე და დამხმარე ფართებს, შპს „კოსტავა 69“ გეგმავდა. აღნიშნული კომპანია ფონდი „ქართუს“ მფლობელობაშია. კომპანიამ განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალება მერიის შესაბამის სამსახურებში გასული წლის მიწურულს წარადგინა, პასუხის გაცემის თარიღი კი 31 მარტი იყო.

წყარო Bm.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა