„ბიძინა დაასანქცირეს, მურუსიძეც მიაყოლეს, ორი კაპიკი მქონდა კარტაზე და... მეც დამასანქცირეს“ - გია ყრუაშვილი
ვეტერანი რკინიგზელი, გია ყრუაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება აშშ-ს მიერ ქართველი მოსამართლეების დასანქცირებას და სახუმარო პოსტს აქვეყნებს.
„ბიძინა დაასანქცირეს, მურუსიძეც მიაყოლეს, რაცხა ორი კაპიკი მქონდა კარტაზე და გავიქეცი მეც იგივე არ დამმართნოდა და ვერ მივასწარი!!!
მეც დამასანქცირეს“, - წერს გია ყრუაშვილი.
ცნობისთვის, აშშ-მა ქართველი მოსამართლეები დაასანქცირა. ამის შესახებ განცხადება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა.
გავრცელებული ინფორმაციით, მიხელ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს და მათ ოჯახის წევრებს აშშ-ი შესვლა აეკრძალათ.