ვიზიარებ ბატონი ჯამლეტის ოჯახის, სპორტული საზოგადოებისა და სრულიად საქართველოს მწუხარებას - პრეზიდენტი
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სპორტული კომენტატორის, ჯამლეტ ხუხაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმრის წერილს ავრცელებს.
„არსებობენ ადამიანები, რომლებიც საკუთარი საქმისადმი სიყვარულითა და ღირსებით ახერხებენ განსაკუთრებული კვალის დატოვებას. სწორედ ასეთი, ყველასთვის საყვარელი ადამიანი, სპორტული კომენტატორი და საზოგადო მოღვაწე - ჯამლეტ ხუხაშვილი დააკლდა საქართველოს - ხმა, რომელთანაც სპორტი და გამარჯვება ასოცირდებოდა.
აღსანიშნავი და დასაფასებელია ბატონი ჯამლეტის ღვაწლი ქართულ-ებრაული მეგობრობის განმტკიცებაში. ვიზიარებ ბატონი ჯამლეტის ოჯახის, სპორტული საზოგადოებისა და სრულიად საქართველოს მწუხარებას“, - წერს პრეზიდენტი.
ცნობისთვის, სპორტული კომენტატორი, ჯამლეტ ხუხაშვილი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა.